მოითხოვე მუნიციპალური კინოთეატრი!

ფუნქციური კინოს სახლები იყო ადგილი, სადაც ცნობილი და ნაკლებად პოპულარული რეჟისორების კვირეულები ეწყობოდა, ხალხი ცვლიდა აზრს კინოჩვენებების შემდეგ. საჯარო სივრცე, რომელიც გააქრეს, შეკრების ადგილს წარმოადგენდა კინოს სამყაროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის, სტუდენტებისა და მათი ლექტორებისთვის. კინოთეატრები „აპოლო“ და „რუსთაველი“, თბილისის კინოს სახლი სწორედ ამ ფუნქციას ატარებდა საბჭოთა დროსაც. მრავლად იყო მსგავსი საჯარო სივრცეები რეგიონებშიც: კინოთეატრი „კარიბჭე“ მცხეთაში, მესტიისა და სენაკის კინოს სახლები „რუსთაველი“, ბოლნისის, თელავის კინოს სახლები, ბათუმის „აპოლო“ და უამრავი სხვა. დღეს კი ეს კინოთეატრები ან მუნიციპალური არაა, ან კინოსთან აღარ აქვს კავშირი, ან სრულად უფუნქციოა. ქართულ სოფლებში კი, კინოს საყურებლად დარბაზში სიარული იტალიური ფილმი „Cinema Paradiso-ს“ სიუჟეტად დარჩა.

ვიდეოში შეხვდებით სტუდენტებს, ნანა გოგოჭურსა და დეა ჭოლოკავას, რომლებიც იხსენებენ კინოს სახლის ფუნქციას და ხაზს უსვამენ კინომცოდნეობის, რეჟისურის, სამსახიობო ფაკულტეტისათვის მსგავსი საჯარო სივრცის არსებობის აუცილებლობას. რეჟისორი ლუკა ბერაძე გვიყვება კომერციული კინოსა და მოლებში არსებულ დარბაზების შედეგად გამქრალ კინოს აურაზე. კინოკრიტიკოსი ალექსანდრე გაბელია cinexpress.ge-ის წევრია. ისინი აქტიურად ითხოვენ მუნიციპალური კინოთეატრების აღორძინებას და თბილისის კინოს სახლში (ძმები კაკაბაძეების ქ. #2) ბოლო პერიოდია უფასო ჩვენებების მოწყობას ახერხებენ.

ხელმისაწვდომი სივრცეების არ არსებობის ფონზე, ვხედავთ დედაქალაქში კონცენტრირებულ და მონოპოლიზებულ კინოდარბაზებს, სადაც კომერციული ამერიკული კინოს სრული დომინაციაა, ალტერნატივის გარეშე. დღეს კინოთეატრების ერთადერთი დანიშნულება ფულის კეთებაა, მსგავსად სავაჭრო ცენტრებისა, სადაც ლოგიკურად დაიდეს „კინოს სახლებმა“ ბინა.

მუნიციპალური კინოთეატრები უნდა დაუბრუნდნენ თავის პირველად დანიშნულებას.

გაზიარება